შეფასების რუბრიკები

შეფასების რუბრიკები ქართულ ენასა და ლიტერატურაში


წერა


დაბალი
საშუალო
მაღალი
მოსწავლე  ვერ ასრულებს სხვადასხვა  სახის  წერით  დავალებებს ( შინაარსი, თხზულება,კითხვებზე  პასუხი, გრამატიკული სავარჯიშოები და სხვა ), სრულყოფილად  ვერ ფლობს წერის საწყის  სტრატეგიებს; მართებულად ვერ იყენებს  სასვენ  ნიშნებს.
მოსწავლე ზოგჯერ სრულყოფილად და ხარისხიანად  ვერ ასრულებს სხვადასხვა  სახის  წერით  დავალებებს ( შინაარსი, თხზულება,კითხვებზე  პასუხი, გრამატიკული სავარჯიშოები და სხვა ); ზოგჯერ სრულყოფილად  ვერ იყენებს წერის საწყის  სტრატეგიებს და  მართებულად ვერ სვამს  სასვენ  ნიშნებს.
მოსწავლე  ყოველთვის  სრულყოფილად და ხარისხიანად  ასრულებს სხვადასხვა  სახის  წერით  დავალებებს ( შინაარსი, თხზულება,კითხვებზე  პასუხი, გრამატიკული სავარჯიშოები და სხვა ), სრულყოფილად   ფლობს წერის საწყის  სტრატეგიებს; ყოველთვის მართებულად  იყენებს  სასვენ  ნიშნებს.

კითხვა


დაბალი
საშუალო
მაღალი
მოსწავლე  დამოუკიდებლად  ვერ  კითხულობს  სხვადასხვა თემაზე  შექმნილ  მხატვრულ  და  არამხატვრულ ტექსტებს, ვერ გამოხატავს  საკუთარ დამოკიდებულებას  წაკითხული ტექსტის  მიმართ, ინფორმაციის  მოსაძიებლად  და  კონკრეტული  საკითხის  დასამუშავებლად  ვერ იყენებს  სხვადასხვა სტრატეგიებს.
მოსწავლე   ზოგჯერ დამოუკიდებლად  ვერ  კითხულობს  სხვადასხვა თემაზე  შექმნილ  მხატვრულ  და  არამხატვრულ ტექსტებს, ზოგჯერ ვერ გამოხატავს  საკუთარ დამოკიდებულებას  წაკითხული ტექსტის  მიმართ, ინფორმაციის  მოსაძიებლად  და  კონკრეტული  საკითხის  დასამუშავებლად  ზოგჯერ ვერ იყენებს  სხვადასხვა სტრატეგიებს.
მოსწავლე  ყოველთვის დამოუკიდებლად    კითხულობს  სხვადასხვა თემაზე  შექმნილ  მხატვრულ  და  არამხატვრულ ტექსტებს, ყოველთვის  გამოხატავს  საკუთარ დამოკიდებულებას  წაკითხული ტექსტის  მიმართ, ინფორმაციის  მოსაძიებლად  და  კონკრეტული  საკითხის  დასამუშავებლად  ყოველთვის იყენებს  სხვადასხვა სტრატეგიებს.

ზეპირმეტყველება



დაბალი
საშუალო
მაღალი
მოსწავლე ადეკვატურად ვერ აღიქვამს სხვადასხვა  სახის ტექსტს და ვერ გადმოსცემს მათ შინაარსს; ვერ გამოხატავს  საკუთარ დამოკიდებულებას  მხატვრული  ნაწარმოების მიმართ; ვერ უსადაგებს  სამეტყველო ქცევას  დასახულ ამოცანას; ვერ იყენებს  შესაბამის  ენობრივ-გრამატიკულ  საშუალებებს კონკრეტულ  სამეტყველო  სიტუაციაში.
მოსწავლე  ზოგჯერ  ადეკვატურად  ვერ აღიქვამს სხვადასხვა სახის ტექსტს და ვერ გადმოსცემს  მათ შინაარს და  ვერ გამოხატავს  საკუთარ  დამოკიდებულებას  მხატვრული  ნაწარმოების  მიმართ; ზოგჯერ  ვერ  უსადაგებს  სამეტყველო ქცევას დასახულ ამოცანას,  ვერ  იყენებს შესაბამის  ენობრივ - გრამატიკულ საშუალებებს  კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.
მოსწავლე  ყოველთვის ადეკვატურად  აღიქვამს სხვადასხვა  სახის ტექსტს და  გადმოსცემს მათ შინაარსს; ყოველთვის გამოხატავს  საკუთარ დამოკიდებულებას  მხატვრული  ნაწარმოების მიმართ, უსადაგებს  სამეტყველო ქცევას  დასახულ ამოცანას; ყოველთვის იყენებს  შესაბამის  ენობრივ-გრამატიკულ  საშუალებებს კონკრეტულ   სამეტყველო  სიტუაციაში.


  მათემატიკა

  წლიური  შეფასება


დაბალი
საშუალო
მაღალი
არაადეკვატურად იყენებს  ცნებებს, ტერმინებს, აღნიშვნებს; ვერ ასრულებს  გამოთვლებს; ვერ ამყარებს  კავშირს  სხადასხვა  სტანდარტულ  მათემატიკურ  ობიექტსა  თუ  პროცედურას  შორის; უჭირს  მიმართებების დანახვა.
ნაწილობრივ  იყენებს  ზოგიერთ  ცნებებს, ტერმინებსა  და აღნიშვნებს;მეტნაკლებად  სწორად  ასრულებს  გამოთვლებს, აღწერს და  აკავშირებს  სხვადასხვა  სტანდარტულ  მათემატიკურ  ობიექტსა  თუ  პროცედურას; ზოგჯერ  სრულყოფილად  ვერ  ხედავს  მიმართებებს.
იცის და  ყოველთვის  მართებულად  იყენებს  ცნებებს, ტერმინებსა და აღნიშვნებს; სწორად  და  უშეცდომოდ  ასრულებს  გამოთვლებს; ადეკვატურად  აღწერს  და  აკავშირებს  სხვადასხვა  მათემატიკურ  ობიექტსა  თუ  პროცედურებს, არ  უჭირს  მიმართებების  დანახვა.

















    შეფასება  ცალკეულ  კომპონენტებში


კომპონენტები  და  კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი




საკლასო  სამუშაო
მოსწავლე  ვერ  ასრულებს  კლასში  მოცემულ  დავალებებს , როგორც  ზეპირად, ასევე  დაფასთან და ჯგუფში.
მოსწავლე  ზოგჯერ სრულყოფილად ვერ  ასრულებს  კლასში  მოცემულ  დავალებებს , როგორც  ზეპირად, ასევე  დაფასთან და ჯგუფში.
მოსწავლე  ყოველთვის  სრულყოფილად  ასრულებს  კლასში  მოცემულ  დავალებებს , როგორც  ზეპირად, ასევე  დაფასთან და ჯგუფში.



საშინაო დავალება
მოსწავლე  ვერ ასრულებს  ზეპირ, წერილობით  და  პრაქტიკულ  სავარჯიშოებს.
მოსწავლე   ზოგჯერ სრულყოფილად  ვერ ასრულებს  ზეპირ, წერილობით  და  პრაქტიკულ  სავარჯიშოებს.
მოსწავლე  ყოველთვის  სრულყოფილად  ასრულებს  ზეპირ, წერილობით  და  პრაქტიკულ  სავარჯიშოებს.


შემაჯამებელი სამუშაო
მოსწავლე  ვერ ასრულებს  დამოუკიდებელ  სამუშაოებსა  და  ტესტირებებს.
მოსწავლე  ზოგჯერ  სრულყოფილად  ვერ ასრულებს  დამოუკიდებელ  სამუშაოებსა  და  ტესტირებებს.
მოსწავლე  ყოველთვის  სრულყოფილად ასრულებს  დამოუკიდებელ  სამუშაოებსა  და  ტესტირებებს.

ბუნებისმეტყველება


კომპონენტები  და  კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი





მსჯელობა
მოსწავლე  ვერ  მსჯელობს სხვადასხვა  საკვანძო  საკითხზე; ვერ  აკვირდება და ვერ  იკვლევს  შესწავლილი მასალიდან გამომდინარე , საგნებს,მოვლენებსა და  ორგანიზმებს.
მოსწავლე  ზოგჯერ სრულყოფილად ვერ  მსჯელობს სხვადასხვა  საკვანძო  საკითხზე; ნაწილობრივ აკვირდება და   იკვლევს  შესწავლილი მასალიდან გამომდინარე , საგნებს,მოვლენებსა და  ორგანიზმებს.
მოსწავლე ყოველთვის სრულყოფილად   მსჯელობს სხვადასხვა  საკვანძო  საკითხზე;  აკვირდება და   იკვლევს  შესწავლილი მასალიდან გამომდინარე , საგნებს,მოვლენებსა და  ორგანიზმებს.



საკლასო  და  საშინაო  დავალება
მოსწვლე  ვერ ამუშავებს წიგნში მოცემულ სასწავლო მასალას და მასთან დაკავშირებულ წერით დავალებებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს.
მოსწვლე ზოგჯერ სრულყოფილად  ვერ ამუშავებს წიგნში მოცემულ სასწავლო მასალას და მასთან დაკავშირებულ წერით დავალებებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს.
მოსწვლე  ყოველთვის სრულყოფილად ამუშავებს წიგნში მოცემულ სასწავლო მასალას და მასთან დაკავშირებულ წერით დავალებებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს.




შემაჯამებელი მუშაობა
მოსწავლე  ვერ ასრულებს  შემაჯამებელ  ტესტებსა  და  დამოუკიდებელ სამუშაოებს; ვერ  თანამშრომლობს  სხვა  მოსწავლეებთან  ჯგუფში.
მოსწავლე  ზოგჯერ სრულყოფილად ვერ ასრულებს  შემაჯამებელ  ტესტებსა  და  დამოუკიდებელ სამუშაოებს;   თანამშრომლობს  სხვა  მოსწავლეებთან  ჯგუფში.
მოსწავლე ყოველთვის  სრულყოფილად  ასრულებს  შემაჯამებელ  ტესტებს,  დამოუკიდებელ სამუშაოებს და  თანამშრომლობს  სხვა  მოსწავლეებთან  ჯგუფში.

მოსწავლის  თვითშეფასების  რუბრიკა

ინდიკატორები
ყოველთვის
ზოგჯერ
არასოდეს
ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ
როცა სხვა ლაპარაკობს ვუსმენ ყურადღებით

განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ
დაკისრებულ ფუნქციას ვასრულებ
ვიცავ დროის ლიმიტს
   ჯგუფის  წევრთა  თვითშეფასების  რუბრიკა

კრიტერიუმები
კი
არა
ნაწილობრივ
1.აქტიურად ვიავი ჩართული ჯგუფი  მუშაობაში
2.იცავდი ჯგუფში მუშაობის წესებს
3.ჩემი მოსაზრება იყო მნიშვნილოვანი
4.ვიყავი ორგანიზებული


5.ჯგუფის პრეზენტაცია იყო  ორიგინალური
6.დაცული იყო დროის ლიმიტი




Комментариев нет:

Отправить комментарий