ინტელის კურსი: პროექტებით სწავლება

,,პროექტებით სწავლება"
ტრენინგის  I დღე:


 რა  ვისწავლე:

გავეცანი ,,ვიუერს“ , სადაც განხილული იყო 8 მოდული, რომელებიც  ზოგადად  განვიხილეთ; 21- საუკუნის  უნარ-ჩვევებს; შევქმენით პორტფოლიო, სადაც განვათავსეთ დოკუმენტები, რომლებიც  ამავდროულად  განვიხილეთ; გავეცანით  მოსაწავლეთა და  მასწავლებელთა  პროექტებს.

 რა  იყო  ჩემი  ძლიერი  მახარე:
ტექნიკურად  სწრაფად  ვაკეთებდი  ტერენერის  დავალებებს.

 რა  კითხვები  გამიჩნდა:
რამდენად  შევძლებ  პროექტის  დასრულებას  8 ივლისამდე?



II დღე:
რა  ვისწავლე:

ვისწავლე  პროექტისთვის  პუბლიკაციის  დამზადება, ბლოგის  შექმნა და პოსტების განთავსება.

რა იყო ჩემი ძლიერი მხარე:
დავალებების  არსი ჩემთვის  ადვილად აღქმადი და შესასრულებელი იყო.
 რა კითხვები  გამიჩნდა:
 ჯერჯერობით კითხვები არ მაქვს.

ბევრი  ფიქრისა და მსჯელობის (საკუთარ თავთან) შემდეგ, გადავწყვიტე  გავაკეთო  პროექტი მე-3 კლასის  მოსწავლეებისათვის , სახელწოდებით ,, საქართველოს  ფაუნა". მოსწავლეები  შეიტყობენ  საკუთარი სამშობლოს  ცხოველთა  სამყაროსათვის  დამახასიათებელი  მრავალფეროვნებისა და ურთიერთდამოკიდებულების  შესახებ. პროექტი  გაწერილი იქნება   სამ კვირაზე. 
ვგეგმავ, რომ დავალება  გავანაწილო ჯგუფებში . ერთ  ჯგუფს  ერგოს მტაცებელი ცხოველები, მეორე ჯგუფს  - ბალახისმჭამელები, მესამე  ჯგუფს - მღრღნელები, მეოთხე ჯგუფს -  ქვეწარმავლები , ხოლო  მეხუთე  ჯგუფს - ამფიბიები. ჯგუფში  თითოეული მოსწავლე  იკვლევს  თავისი კატეგორიის კონკრეტული ცხოველის  ბუნებრივ  ისტორიას,  სიღრმისეულად  შეისწავლის  სახეობის ბინადრობის გარემოს, ეკოლოგიურ ნიშას, ურთიერთდამოკიდებულებას, მდებარეობას/როლს კვებით ჯაჭვში, ადაპტირების თვისებებსა და ქცევებს და კონსერვაციას. ამის  შემდეგ , ჯგუფის  წევრები ერთად  მოამზადებენ  პრეზენტაციას  მათ მიერ მოპოვებული  ინფორმაციების  საფუძველზე. 
შესაძლებელი  იქნება  ჯგუფების  მიერ  კედლის  გაზეთების  გამოშვებაც.

 პროექტის  ფარგლებში  მოსწავლეებს  განუვითარდებათ  სინთეზისა ( კვლევის)  და  შემოქმედებითობის ( პრეზენტაცია, კედლის გაზეთი) უნარ-ჩვევები.
 მინდოდა  ანალიზის  უნარის  განმავითარებელი  აქტივობების  ჩართვაც. მონახაზიც  მაქვს იდეაში ( ჯგუფმა  ერთად  ააგოს  დიაგრამა მათი  კატეგორიის  წარმომადგენლებისათვის და  კითხვის  სწორად  შერჩევა  მიჭირს  დიაგრამისთვის). იქნებ, დამეხმაროთ?

მე-3  დღე:
 დღეს  ვიმუშავეთ პროექტის  გეგმის  შაბლონზე. კერძოდ, ჩავწერეთ  პროექტის  შინაარსი, სტანდარტები, მიზნები.
   ყველაფერი  კარგად  გავაკეთე.
    სამუშაო მაქვს  მიმართულების  მიმცემ საკვანძო  კითხვებზე.

მე-5  დღე
  დღეს  ვიმუშავეთ  პროექტის  პრეზენტაციაზე, ვიმუშავეთ წყვილებში  და  კომენტარები გავუკეთეთ  მეწყვილეებს  პროექტის  შესახებ. ვისწავლეთ  ბლოგზე  გვერდების  ჩამატება  და  გამოქვეყნება, სასარგებლო  ბმულების  გვერდზე  დავლინკეთ  ვებ-გვერდების  მისამართები. აგრეთვე  ვისწავლეთ  ბლოგზე ფონების  დაყენება  და  სურათების  ატვირთვა.

მე-6 დღე

  დღეს  ვისწავლეთ  ბლოგზე  პრეზენტაციის ატვირთვა, რისთვისაც  გავეცანით  ,,დრაივში" მუშაობის  პრინციპებს. შემდეგ  განვათავსეთ  ბლოგზე  ჩვენი  პროექტის  პრეზენტაციები.  დაწვრილებით  გავწერეთ  სასწავლო  პროცედურები და წყვილებში  განვიხილეთ  პროცედურების  დეტალები.   შემდეგ  ვიმუშავეთ  მოსწავლის  ნიმუშზე.


მე-7 დღე

  დღეს  განვიხილეთ  საშინაო დავალებები: მოსწავლეთა  ნიმუშები, ვიმუშავეთ  მოსწავლეთა შეფასების სხვადასხვა  ტიპის  ფორმებზე  და  შექმნილი  რუბრიკები .
 მოვათავსეთ  პორტფოლიოს  შეფასების  საქაღალდეში.

     ტრენერის  მიერ  ახსნილი  მასალის  ათვისება  და  მოცემული  დავალებების   შესრულება  არ  გამჭირვებია.

    შეფასების  რუბრიკების  შექმნისას დამჭრდა  მოსწავლის  ნიმუშის  კორექტირება.

მე- 8 დღე

  დღეს  დავასრულეთ  პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა: შევავსეთ  შეფასების დროის ჩარჩო, რისთვისაც  ამავდროულად  ვიმუშავეთ ,,ვიუერში";  შეფასების  მოკლე  მონახაზში ჩავწერეთ  პროექტის მსვლელობისას გამოყენებული შეფასების სტრატეგიების  შესახებ ვრცლად; მიმუშავეთ  დიფერენცირებული სწავლების ტიპებზე  და  შესაბამის  დავალებებზე, რა დროსაც განვიხილეთ  დიფერენცირებული დავალებების ნიმუშები.
  ძალიან  ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ჩემთვის ყველაფერი  გასაგები  და  შესრულებადი იყო.
  დიდი მადლობა  ტრენერს.

  

7 комментариев:

  1. ქეთი, ვფიქრობ ძალიან კარგი თემა გაქვს შერჩეული. ალბათ გათვალისწინებული გაქვს ჯგუფების მიერ მოძიებული მასალების გაერთიანება და შემდეგ ჯგუფებში მსჯელობა: რატომ ვერ შეძლებენ ქვეწარმავლები ან ხორცისმჭამელები სხვა გარემოში ცხოვრებას? რა მოხდება თუ შეიცვლება მათი საარსებო გარემო? რა საშიშროების წინაშე დგანან ისინი ყოველდღიურად და როგორ იცავენ თავს? რატომ არიან ისინი საჭირო დედამიწაზე? საერთო მახასიათებლები რა აქვთ მაგალითად ქვეწარმავლებს და მღღრნელებს?.. დიაგრამას რაც შეეხება მოვიფიქროთ ერთად მათემატიკის ინტეგრირება ნამდვილად გჭირდება თუ არა მ თემისთვის :)

    ОтветитьУдалить
  2. ქალბატონო ქეთი, შეკითხვები ხომ არ გავთ? გისურვებთ წარმატებებს :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ძვირფასო მარეხი, იმდენად ამომწურავად აგვიხსენით ყველაფერი, რომ შეკითხვები აღარ გამჩენია. დიდი მადლობა კეთილი სურვილებისათვის :*

      Удалить
    2. ქეთი, გთხოვთ თქვენს მიერ დაწერილ პროცედურების მონახაზს კიდევ ერთხელ მიუბრუნდით და დაფიქრდით:
      1. აზროვნების ზედა დონისა და 21-ე საუკუნის რომელ უნარ-ჩვევებზე აკეტებთ აქცენტს? ( გადაამოწმეთ გეგმის შაბლონში და თუ ცვლილება გაქვთ შესატანი ჩაასწორეთ).
      2. რა სტანდანდარტის მიღწევა გინდათ? რა სასწავლო მიზნებს გინდათ, რომ მიაღწიონ თქვენმა მოსწავლეებმა? ( გადაამოწმეთ გეგმის შაბლონში და თუ ცვლილება გაქვთ შესატანი ჩაასწორეთ).
      3. რა აქტივობებს შეიმუშავებთ თქვენი მოსწავლეებისთვის პროექტის სასწავლო მიზნის მისაღწევად? (გახსოვდეთ, რომ პროექტში მნიშვნელოვანია სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები.
      4. გადახედეთ (საჭიროების შემთხვევაში ჩაასწორეთ) გეგმის შაბლონში შეტანილ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. რამდენად გაეცემა მათ პასუხი თქვენსმიერ დაგეგმილი აქტივობებით?
      რამდენად აკავშირებს ეს შეკითხვები სასწავლო პროცესის სხვადასხვა დისციპლინას სხვადასხვა თემის შეთავაზებით? და არის თუ არა თქვენი შეკითხვა კვლავ მართებული, ასახავს თუ არა ის პროექტის პრიორიტეტებს?
      5. შექმენით ერთი კონკრეტული ჯგუფის სავარაუდო ნამუშევარი (ნიმუშისთვის გადახედეთ tpdc.ge/essentials-ის რესურსების ჩანართში არსებულ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს). მოსწავლის პოზიციიდან დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლის საჭიროებებს და ინტერესებს. ასევე, დაგეხმარებათ, გაარკვიოთ სწავლებისთვის საჭირო რესურსების სირთულე და ხელმისაწვდომობა. კიდევ ერთხელ განსაზღვროთ რამდენად სწორად გაქვთ გაწერილი პროექტის შინაარსი და აქტივობები.
      6. მოსწავლის როლის მორგებისას და სავარაუდო ნამუშევრის შექმნის დროს არ დაგავიწყდეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში განთავსებულ დოკუმენტში მიიუთითოთ გამოყენებული ლინკები და ლიტერატურა.
      7. მოსწავლის ნამუშევრის შექმნის შემდეგ კვლავ გადახედეთ, გეგმის შაბლონში შეტანილ 21-ე საუკუნისის უნარებს, მიზნებს, სტანდარტებს (საჭიროების შემთხვევაში ჩაასწორეთ) 
      გისურვებთ საინტერესო და ნაყოფიერ მუშაობას .

      Удалить
    3. დიდი მადლობა სასარგებლო რჩევებისა და კეთილი სურვილებისათვის.

      Удалить
  3. ქეთი, ვფიქრობ საინტერესო პროექტს შეგვმატებ :)

    ОтветитьУдалить