გაკვეთილის გეგმა №1
გაკვეთილის მთავარი
თემა
|
ასო-ბგერა ,,ქ“-ს გაცნობა
|
სწავლების
საფეხური
|
I კლასი
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
20
მოსწავლე
|
ინტეგრირებული
საგნები, მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ქართული,ხელოვნება,ი.ს.ტ.
ქეთევან
ზურაბაშვილი
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეებმა შეძლონ სახელმძღვანელოში მოცემული
სურათის აღწერა,ზეპირად
თხზულების შედგენა,საანალიზო სიტყვების
გამოყოფა;მოსმენილი ტექსტის მიხედვით
სურათის დახატვა,პრეზენტაცია.
|
გაკვეთილის მიზნები დაშედეგები
|
ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია;
ქართ.
I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს
მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
ქართ.
I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების
ელემენტარული წესების დაცვა.
ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე
ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. I. 5. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
ქარ.
ს.გ.I.1. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ერთი ან რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპინამუშევრის შექმნისას.
ს.გ.I.4.მოსწავლესშეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და
წარმოსახვის მეშვეობით.
ის
ტექნ. I.1.მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან
დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.
ის
ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლიაისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების
გამოყენება.
|
წინარე
ცოდნა
|
მოსწავლეები
ნაცნობი ასო-ბგერებით დაასახელებენ სიტყვებს
და ამოიცნობენ ახალ ასო
-ბგერა- ,,ქ“-ს.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შეფასების რუბრიკა
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
,,დედაენა“,
დაფა, ცარცი, სახატავი რვეულები და ფერადი
ფანქრები, ,,ბუკი“,პროექტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
საორგანიზაციოსაკითხები– (2წთ)
A ფაზა /გამოწვევა/
აქტივობა1- (3 წთ) მოსწავლეებს ვთხოვ,გაიხსენონ
ის ასო-ბგერები, რომლებიც შეისწავლეს
და დაასახელონ სიტყვები,
რომლებიც იწყება შესწავლილი ასოებისაგან.
აქტივობა 2- (7 წთ) მოსწავლეებს
ვუკითხავ მოკლე ტექსტს,ვთხოვ ყურადღებით
მოისმინონ და დახატონ ის
საგნები, რომლებიც ტექსტში გვხვდება ( ტექსტი შეიცავს
ისეთ სიტყვებს, რომლებიც იწყება
ასო-,,ქ“-ზე.
B ფაზა
/კონსტრუირება/
რამოდენიმე
მოსწავლე, რომელიც სწრაფად დაამთავრებს ხატვას, აკეთებს ნამუშევრის
პრეზენტაციას: რა დახატეს ( წინასწარი
მოლოდინით,ეს უნდა იყოს
ის საგნები, რომლებიც იწყება ასო-ბგერა ,,ქ“ -ზე ).
მოსწავლეებს ვთხოვ, დაასახელონ მათთვის
უცნობი ასო-ბგერა ამ სიტყვებიდან.
აქტივობა 3 – ( 5წთ )- ამავდროულად
დაფაზე დავწერ ასო ,,ქ“-ს და
ვთხოვ დააკვირდნენ ასო-ბგერის
მოხაზულობას,ხოლო შემდეგ დაფაზე
მოახდენენ მოცემული
სიტყვების გრაფიკულად დაშლას ( ხმოვანი- წრე, თანხმოვანი- კვადრატი )
აქტივობა
4- ,,ბუკებზე“ მუშაობა (5წთ)
,,მოლაპარაკე ანბანი“
აქტივობა 5-,,ბუკებზე მუშაობა“ (3 წთ )
მოსწავლეებს ბუკებში
გადავუგზავნი სქემას, რომელშიც
მოცემული იქნება იმ საგანთა სურათები,რომლებიც იწყება ,,ქ“
ასო-ბგერაზე და ვთხოვ, მიუწერონ მათ შესაბამისი სახელები.
აქტივობა 6 -სახელმძღვანელოზე
მუშაობა (5წთ)
ტექსტი პროექტორის
საშუალებით გამოტანილი იქნება
ეკრანზე და რამოდენიმე მოსწავლე
ერთდროულად (ან რიგებად) წაიკითხავს და ჩემი დახმარებით
დამარცვლავენ.
C ფაზა ( რეფლექსია
)-( 3 წთ )
კითხვა - პასუხის მეთოდით მოვახდენ ახალი
მასალის გაერთიანება-შეჯამებას.
შეფასება - მოსწავლეებს ვაფასებ დაკვირვების სქემით
საშინაო დავალება - ( 2 წთ )
წაიკითხონ ,,ქ“ ასოზე მოცემული
საკითხავი მასალა;
გამოწერონ რვეულებში ასო-ბგერა ,,ქ“.
|
https://www.scribd.com/doc/249547884/Resur-Si
შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმი
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
მსჯელობს,აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას
|
|||
საკუთარი წარმოსახვის საფუძველზე ქმნის ნამუშევრებს
(ნახატებს)
|
|||
მუშაობს ბუკში
|
|||
ასრულებს წერითი დავალების მოთხოვნას
|
.
|
გაკვეთილის გეგმა № 2
|
Комментариев нет:
Отправить комментарий