ქართული ენისა და ბუნების ინტეგრირებული გაკვეთილი
ტყე და წყარო შველის
1. გაკვეთილის
თემა
|
,,ტყე და წყარო შველის“ (ე. ბართაია)
|
2. სწავლების საფეხური და კლასი
|
დაწყებითი,
მე–2 კლასი
|
3.ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლის სახელი, გვარი
|
ქართული ენა, ბუნება– ქეთევან ზურაბაშვილი-ზურაშვილი
|
4. მოსწავლეთა
რაოდენობა
|
17
|
5.განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა
რაოდენობა და პროფილი
|
|
6.წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებს
გააჩნიათ ზოგადი ცოდნა
ტყისა და მისი ბინადრების შესახებ.
|
7. გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)
|
ქართული ენა–
·
მოსწავლეებმა შეძლონ პოეტური ტექსტის ანალიზი;
·
გამომეტყველებითი კითხვის უნარის გამოვლენა;
·
ტყის შესახებ საგანმანათლებლო ინფორმაციის მიღება და გააზრება;
·
შესწავლილი ცოდნის გამომჟღავნება;
·
დისკუსიური უნარ–ჩვევების გამოყენება;
·
პუნქტუაციის წესების გამოყენება სხვადასხა ტიპის წინადადებების შედგენისას;
·
ბუნება-
·
ტყის მნიშვნელობის გააზრება;
·
ტყისთვის მიყენებული ზიანის შესახებ საუბარი;
·
ბუნებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება მოსწავლეებში;
|
8. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
ქართული ენა
II.1. მოსწავლეს
შეუძლია ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციებში ( · ამოიცნობს სამეტყველო სიტუაციის ადრესანტს
(ვინ ლაპარაკობს), ადრესატს (ვის ელაპარაკებიან) და საუბრის თემას).
II. 2. მოსწავლეს შეუძლია
მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა
სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება (· ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
გამოხატავს
საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ
მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.), · მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის ან
მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში;) .
II.3.. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა
და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება (· აღწერს და ახასიათებს ნაცნობ საგანს თვალსაჩინო ნიშნების
მიხედვით;
· განარჩევს წინადადების მოდალობებს (თხრობას,
კითხვას, თხოვნას, ნატვრას, ბრძანებას) და წარმოთქვამს მათ შესაბამისი
ინტონაციით; · ამბის
გადმოცემისას იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;)
II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
(· თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
· დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს;
· ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით)
კითხულობს მარტივი
წინადადებებით
შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს (კითხვის
ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის მიზნით
შედგენილ ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს,
ანდაზებს, ენის გასატეხებს, ფრაგმენტებს
მოთხრობებიდან, იგავ-არაკებსა და სხვ.); ცდილობს
დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;)
II. 7. მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული
ნიშნების ამოცნობა.
(· ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების
საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
· განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის / ობიექტის
დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი
თვალსაზრისით (საგნის, პიროვნების აღმნიშვნელ
სიტყვებს, მოქმედება-მდგომარეობის აღმნიშვნელ
ლექსიკას...);
·ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით
აჯგუფებს სიტყვებს (სახელებსა და მოქმედების
აღმნიშვნელ სიტყვებს; ვინ და რა ჯგუფის სიტყვებს).
II. 12.
მცირე მოცულობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული
ელემენტების გამოყენება (· სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს სათანადოდ
ათანხმებს რიცხვში)
ბუნება.
II.2.მოსწავლეს შეუძლია განიხილოს ზრდა, როგორც
ცოცხალის თვისება ( · ორგანიზმის
ზრდისთვის
აუცილებელი პირობების (მაგ., წყალი, საკვები, საბინადრო
გარემო) გამოსავლენად სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს;)
II.9.მოსწავლეს შეუძლია გარემოსადმი საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა. ( · აკვირდება ლოკალურ
გარემოს, საუბრობს ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ ცვლილებებზე.
|
9. თანმიმდევრობა
(აქტივობა, დრო)
|
საორგანიზაციო საკითხები.( 1 წთ)
A ფაზა -გამოწვევა
აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება( 3 წთ).–როცა ვამბობთ ტყე, რა წარმოგვიდგება თვალწინ? (ბავშვები წარმოთქვამენ იმ სიტყვებსრაც ტყესთან ასოცორდება.)
ვსაუბრობთ როგორი შეიძლება იყოს ტყე ( ფოთლოვანი,
წიწვოვანი, შერეული), რა აქვთ საერთო და რითი განსხვავდებიან ისინი
ერთმანეთისაგან.ამავდროულად
ვავსებთ დაფაზე დახაზული სქემის ,, რა ვიცი, რა გავიგე, რა მინდა
გავიგოს“ პირველ სვეტს.
აქტივობა 2. ისტ-ის გამოყენება (4 წთ).
კომპიუტრის გამოყენებით ვაჩვენებ წინასწარ მომზადებულ სლაიდებს ფოთლოვანი, წიწვოვანი და შერეული ტყეების სურათებით. ვესაუბრები საქართველოს ტყეებზე,იქ გავრცელებულ ხეების სახეობებზე.აგრეთვე წყაროებზე,ნაკადულებსა და მათ მნიშვნელობაზე.
B ფაზა
- ცოდნის კონსტრუირება:
აქტივობა 1. გაკვეთილის ახსნა (5წთ).
ევ. ბარათიას "ტყე და წყარო შველის"-ლექსს თავდაპირველად წავიკითხავ მე , ხოლო შემდეგ წავაკითხებ რამოდენიმე მოსწავლეს .
აქტივობა 2 .
ლექსის ანალიზი (6 წთ).
დავსვამ კითხვებს გაკვეთილიდან სხვადასხვა სააზროვნო უნარების განვითარებაზე:
1.რას ტირის ვერხვი?
2.რატომ ტირის ვერხვი?
3.რატომ გახმა ხე?
4.ვინ გაწყვიტა ფრინველები
და ცხოველები?
5. ტექსტიდან გამომდინარე, როგორია ამ შემთხვევაში ადამიანი?
6.თქვენი აზრით, რა უშველის ფრინველებისა
და ცხოველების მომრავლებას?
7.როგორ უნდა მოვუაროთ ტყეს?
8.რა აყენებს ტყეს ყველაზე დიდი ზიანს?
9.რა კავშირშია ტყე წყაროსთან?
10.რომელი შესწავლილი ნაწარმოები გაგახსენათ ამ ლექსმა? რა აქვთ მათ
საერთო? განსხვავებული?
11.წავიკითხოთ ლექსის ბოლოს მოცემული გამოცანა.
რა ნიშნებით არის აქ დახასიათებული ამოსაცნობი
საგანი?
ვარჯიშობენ ჩქარსათქმელის წაკითხვასა და წარმოთქმაზე.
აქტივობა 4. მინი ლექცია ისტ-ს
გამოყენებით (4წთ).
ვისაუბრებ ტყის მნიშვნელობაზე, თუ რა ზიანს აყენებს მას ადამიანი, რა შეიძლება მოხდეს ტყის გარეშე, რომ
ტყის გაჩეხვა გამოიწვევს ჟანგბადის შემცირებას
და ბუნებრივ კატასტროფებს, როგორიცაა მეწყერი, მთის
ქანების დაშლას, ღვარცოფებს. ამავდროულად
ვაჩვენებ ღვარცოფის, მთის
ქანების დაშლის, მეწყერის სლაიდებს კომპიუტერის გამოყენებით.
აქტივობა 5. ჯგუფური მუშაობა (5წთ).
კლასის ორგანიზების ფორმა გაკვეთილის დაწყებამდე მომზადებულია
ჯგუფური მუშაობისთვის.მუშაობის დაწყებამდე ვიხსენებთ, რას ეწოდება
თხრობითი, კითხვითი, ძახილის წინადადებები და რა სასვენი
ნიშნები დაისმის მათ ბოლოს. გადავშლით სახელმძღვანელოს გაკვეთილზე "ტყე
და
წყარო შველის". პირველი ჯგუფი მოძებნის თხრობით წინადადებას, მეორე
ჯგუფი-კითხვით წინადადებას, მესამე ჯგუფი-ძახილის წინადადებს და
ამოიწერენ რვეულში. დარჩენილ 2 ჯგუფს ვაძლევ დავალებას, შეადგინონ თითო-თითო წინადადება, სიტყვა ,,ტყის“ გამოყენებით.თითოეულმა
ჯგუფმა წინადადებებში უნდა
გამოყონ ვინ და
რა ჯგუფის სახელები,
მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები
და შესაბამისი კითხვები
დააწერონ მათ თავზე. შესრულებულ დავალებებს წავაკითხებ
ჯგუფების წარმომადგენლებს.
აქტივობა 6. დისკუსია (3 წთ).
ვმართავთ დისკუსიას იმის შესახებ,თუ
რა ურთიერთკავშირია ცხოველებს,
ფრინველებს, ადამიანებსა და
ტყეს შორის; იარსებებს
თუ ვერ იარესბებს ცხოველებისა და ფრინველების გარეშე ტყე, ან პირიქით, ისინი ტყის გარეშე. მოსწავლეები ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე დაინახავენ
მათ შორის ძლიერი ურთიერთკავშირის არსებობას: რომ ტყე მათ აძლევს საზრდოსა და თავშესაფარს; რომ არც ადამაინებს არ
ექნებათ თავშესაფარი ტყის გარეშე- ჩვენ ხეს ვიყენებთ სამშენებლო მასლად, ავეჯის და ქაღალდის დასამზადებლად .დავძენთ, იმისათვის, რომ არ განადგურდეს ტყე, გონივრულად უნდა გამოვიყენოთ ტყის
რესურსი და გავუფრთხილდეთ მას.
აქტივობა7. (4
წთ)
დაფაზე ვაკრავ ნახატს, რომელზეც გამეჩხერებული ტყეა
დახატული დახატული. წინასწარ გამზადებული მაქვს ხეების, წყაროს, გარეული ცხოველებისა და
ფრინველების სტიკერები. მოსწავლეები რიგრიგობით გამოდიან და სტიკერების მეჩხერი ტყის ფონზე
დამაგრებით წარმოვადგენთ ტყის
გადარჩენისა და აღდგენის ვიზუალურ სურათს .
აქტივობა 8.
ბუნების სახელმძღვანელოზე მუშაობა (6 წთ).
ბავშვები გადაშლიან სახელმძღვანელოს გაკვეთლზე "ეს ნაკვალევი რისია?" დავათვალიერებთ სურათებს და
შევასრულებთ სახელმძღვანელოში მოცემულ სავარჯიშოებს.
C ფაზა-რეფლექსია:
შეჯამება (
3 წთ) - გაკვეთლის დასასრულს ვახდენთ მიღებული ცოდნის შეჯამებას, ვსაუბრობთ ტყის დანიშნულებაზე ,მის სასარგებლო თვისებებზე, ტყისა და მისი ბინადრების მოფრთხილების აუცილებლობაზე და ვავსებთ დაფაზე დახაზული
სქემის ,, ვიცი, რა გავიგე, რა მინდა გავიგოს“ დარჩენილ სვეტებს.
საშინაო დავალება ( 1 წთ)
მოსწავლეებს მიეცათ ლექსი საზეპიროდ და ,,ბუკში“ სამუშაო.
|
10. შეფასების
საგანი და პროცედურები
|
შეფასების რუბრიკა.შეფასების პროცედურები: გონებრივი იერიში, კითხვა-პასუხი, დისკუსიაში მონაწილეობა,ჯგუფური მუშაობა, დაკვირვება.
|
10. საკლასო მენეჯმენტი
––
საგანმანათლებლო რესურსები
|
1.
ნ. მაღლაკელიძე "ქართული ენა"
2.
2. გ. კვანტალიანი "ბუნება"
3.
ფორმატი ტყის დეკორაციით
4.
სტიკერები
5.
კომპიუტერი
6.
PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაცია ,,ტყე და წყარო
შველის“
7.
ჩემ მიერ Movie Maker-ში შექმნილი ვიდეო ,,ბუნებრივი კატასტროფები“
|
შეფასების რუბრიკა
მაღალი
|
აქტიურად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, კომუნიკაბელურია, მსჯელობს, აანალიზებს და აფასებს ტექსტსა და მასში წამოჭრილ პრობლემებს ;აქტიურია ჯგუფურ მუშაობაში; მაქსიმალურად ცდილობს შემოქმედებითი უნარების დემონსტრირებას.
|
საშუალო
|
პერიოდულად ერთვება საგაკვეთილო პროცესში ; ზოგადად მსჯელობს და აანალიზებს ტექსტსა და მოსმენილ ინფორმაციას; მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობასა და დისკუსიაში; ნაწილობრივ ახდენს შემოქმედებითი უნარების დემონსტრირებას.
|
საშუალოზე
დაბალი
|
იშვიათად ერთვება საგაკვეთილო პროცესში, ცდილობს ითანამშრომლოს სხვებთან, თუმცა ყოველთვის არ გამოსდის; უჭირს მსჯელობა, ტექსტისა და მოსმენილის ანალიზი; პასიურია ჯგუფის მუშაობას და დისკუსიაში; უჭირს შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება.
|
გაკვეთილის რეფლექსია
რა იყო კარგი
|
რა
დამეხმარა შედეგზე გასასვლელად
|
რამ
დამაბრკოლა
|
რისი გაუმჯობესებაა სასურველი
|
გაკვეთილი გამოვიდა
საინტერესო, სახალისო, ინტერაქტიური.მოსწავლეები აქტიურად იყვნენ
ჩართულნი კითხვა-პასუხში, დისკუსიაში,
ჯგუფურ მუშაობაში. ვთვლი, რომ ყველა აქტივობა
შეესაბამებოდა გაკვეთილის მიზნებს.
|
შედეგზე გასვლაში
დამეხმარა სწორად შერჩეული
აქტივობები, ჩემ მიერ მომზადებული ციფრული
რესურსები, რომელთაც გაააქტიურეს მოსწავლეთა
წინარე ცოდნა და თვალნათლივ დაანახეს
საფრთხეები, რომლებიც შეიძლება მოყვეს ადამიანების
დაუდევრობასა და გაუფრთხილებლობას, რამაც ხელი
შეუწყო ბუნებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების გაჩენა- ჩამოყალიბების პროცესს.
|
დამაბრკოლა
ერთ-ერთმა მე-6) აქტივობამ, რომლის დროსაც
გამოვიყენე ფორმატი ტყის
დეკორაციებით და მისი ბინადართა გამოსახულებებიანი სტიკერებით.
აქტივობა იყო ძალიან
სახალისო, თუმცა დრო, რომელიც მქონდა გათვლილი მისი განხორციელებისთვის, აღმოჩნდა ცოტა. გაჩნდა
სერიოზული საფრთხე, რომ ვერ ჩავეტეოდი ლიმიტში. სამწუხაროდ, საშინაო დავალების მიცემის
დროს მომისწრო ზარმა.
|
მომავალში მეტი ყურადღებით მივუდგები აქტივობებს შორის დროის
განაწილების საკითხს ( თუმცაღა, ვთვლი, რომ გაკვეთილი
ცოცხალი პროცესია და მიუხედავად, ყველა- რისკ-ფაქტორის გათვალისწინებისა, მაინც შეიძლება
წარმოიშვას დამაბრკოლებელი ფაქტორები.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий