პრეზენტაციები:
რიცხვების შდგენილობა 10 ის ფარგლებში from kzurabashvil
ნერგი , ელ.წიგნი1 from kzurabashvili
რეფლექსია
ციფრული რესურსის სათაური
|
,,ნერგი“
|
რა საგანმანათლებლო მიზნებს
ემსახურება ციფრული ობიექტი
(ესგ-ს მიხედვით რომელ
შედეგზე/
შედეგებზე გადის)
|
ელ.წიგნებით მუშაობა ხელს
უწყობს მოსწავლეების ეფექტურ მკითხველებად
ჩამოყალიბებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ტექსტის გაგება-გააზრებისა და ანალიზის,ვარაუდების
გამოთქმის, წარმოსახვის, გამართული კითხვის უნარების განვითარებას.
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
·
გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·
გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
·
ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის
გაშიფვრა.
·
თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
·
დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს;
·
პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს.
|
რამ განაპირობა ამ კონკრეტული ციფრული
რესურსის შერჩევა/
გამოყენება დასახული საგანმანათლებლო მიზნისთვის
|
ამ ციფრული რესურსის შექმნა/გამოყენება გადავწყვიტე ,,შებრუნებული საკლასო ოთახის“ მოდელის
გაკვეთილის ჩასატარებლად.
|
რა დადებითი გავლენა ჰქონდა
ციფრული რესურსის ამ სახით
გამოყენებას მოსწავლეების სწავლის პროცესზე
|
სიახლემ კითხვის
პროცესი გახადა უფრო საინტერესო, მოლოდინებით აღსავსე.
|
მიღწეული შედეგები.
|
გაიზარდა მასწავლებელი-მოსწავლეს ინტერაქცია; გაუმჯობესდა კლასის მართვა;
მოხდა ლიტერატურული ტექსტების წაკითხვის მოტივაციის გაღვივება; წარმოსახვის, ტექსტის
გააზრებისა და ანალიზის, ვარაუდების გამოთქმის,დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნების
უნარების განვითარების ხელშეწყობა.
|
რიცხვების შდგენილობა 10 ის ფარგლებში from kzurabashvil
რეფლექსია
ციფრული რესურსის სათაური
|
რიცხვების შედგენილობა 10-ის
ფარგლებში.
|
რა საგანმანათლებლო მიზნებს
ემსახურება ციფრული ობიექტი
(ესგ-ს მიხედვით რომელ
შედეგზე/
შედეგებზე გადის)
|
მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები,
რიცხვითი სახელები და რაოდენობები. მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს
თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების
მოქმედებები.
|
რამ განაპირობა ამ კონკრეტული ციფრული
რესურსის შერჩევა/
გამოყენება დასახული საგანმანათლებლო მიზნისთვის
|
მოსწავლეებს უჭირდათ რიცხვების
შედგენილობის დამახსოვრება, რაც დაეხმარებოდა მათ შეკრება-
გამოკლების ოპერაციების უშეცდომოდ შესრულებაში, მეტობა-ნაკლებობის (რამდენით-
მეტია, რამდენით- ნაკლებია) განსაზღვრაში.
|
რა დადებითი გავლენა ჰქონდა
ციფრული რესურსის ამ სახით
გამოყენებას მოსწავლეების სწავლის პროცესზე
|
რიცხვები შედგენილობის ამ ფორმით სწავლამ
სახალისო და საინტერესო
გახადა სასწავლო პროცესი. ანიმაციების სახით
მიწოდებული თვალსაჩინოებებმა ხელი
შეუწყვეს რიცხვებს შორის დამოკიდებულების განსაზღვრისა და დამახსოვრების პროცესს.
|
მიღწეული შედეგები.
|
მოსწავლეები უშეცდომოდ უსაბამებდნენ რიცხვს საგანთა
ერთობლიობას, გამოსახავდნენ მათ სხვადასხვა
მოდელის გამოყენებით; დაიწყეს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ
დემონსტრირება, რიცხვებს შორის
განსხვავების (რამდენით მეტია ან ნაკლები)
განსაზღვრა და მათ შორის დამოკიდებულების აღწერა.
|
ციფრული რესურსის სათაური
|
,,ვეხმარებით პინოქიოს“
|
რა საგანმანათლებლო მიზნებს
ემსახურება ციფრული ობიექტი
(ესგ-ს მიხედვით რომელ
შედეგზე/
შედეგებზე გადის)
|
მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები,
რიცხვითი სახელები და რაოდენობები. მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს
თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების
მოქმედებები; მოცემული გროვისათვის
ასახელებს ამ გროვისს მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად
საჭირო დამატებით რაოდენობას;
|
რამ განაპირობა ამ კონკრეტული ციფრული
რესურსის შერჩევა/
გამოყენება დასახული საგანმანათლებლო მიზნისთვის
|
ამ ციფრული რესურსის შექმნა
გადავწყვიტე პირველი კლასის მიწურულს, განვლილი მასალის
შემაჯამებელ გაკვეთილში, ერთერთ აქტივობაში გამოსაყენებლად, საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით.
|
რა დადებითი გავლენა ჰქონდა
ციფრული რესურსის ამ სახით
გამოყენებას მოსწავლეების სწავლის პროცესზე
|
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ყურადღების მაქსიმალური კონცენტრირებას,დაინტერესებას და
ჩართულობას. გაკვეთილის ეს მონაკვეთი მოსწავლეთათვის იყო მეტად ხალისიანი და შედეგიანი.
|
მიღწეული შედეგები.
|
ანიმაციების სახით მიწოდებულმა დავალებებმა
ხელი შეუწყო მოსწავლეთა
გააქტიურებას, ყურადღების მობილიზებას,
მიღებული ცოდნის გააქტიურებას, საკუთარი შესაძლებლობების რწმენას,
რამაც უზრუნველყო მომდევნო
აქტივობებიც ასეთივე წარმატებული
და შედეგიანი ყოფილიყო
როგორც მათთვის, ასევე ჩემთვისაც.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий